“სარაკეტო ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ არის” – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განაცხადებით, ქვეყნაში მომხდარი აფეთქება უბედური შემთხვევა იყო. მისი თქმით, ვარშავა მომხდარს ქვეყანაზე თავდასხმად არ განიხილავს.

ამის შესახებ TVN24 იტყობინება.

„ეს არ იყო თავდასხმა პოლონეთზე, ჩვენ არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა რაკეტა გაუშვა“, – თქვა დუდამ.

მან დასძინა, რომ პოლონეთში S-300 ტიპის რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც უკრაინული ძალები რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად იყენებდნენ.

დუდას თქმით, შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ აფეთქება რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე რუსეთია.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით კი, შეგროვებული მტკიცებულებები, ისევე – როგორც აშშ-ის მონაცემები, აჩვენებს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა.

მან აღნიშნა, რომ ნატოს მე-4 მუხლის გააქტიურება, ამ ეტაპზე, შესაძლოა, არ იყოს საჭირო, „მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს განკარგულებაშია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები