“რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, უკრაინული იყო”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, რომელმაც ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტაა.

ამის შესახებ Reuters-ი ნატო-ს წყაროზე დაყრდნობით წერს.

მანამდე, ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა,  რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გაშვებული.

პოლონეთში რაკეტასთან დაკავშირებული ინციდენტი 15 ნოემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები