ირანში აქციებზე ძალოვანებმა, სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს

ირანში 15-16 ნოემბრის ღამეს ანტისამთავრობო აქციებზე ძალოვანებმა, სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს

ამის შესახებ The Guardian-ი ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველთა ორგანიზაცია Hengaw-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ვიდეომტკიცებულება აქვთ, კერძოდ, რომ აქციის ერთი მონაწილე ქალაქ სანანდაჯში და მეორე ქალაქ კამირანში მოკლეს.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს

15 ნოემბრის საღამოს ირანის ბევრ ქალაქში, 2019-2020 წლების საპროტესტო აქციების ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა.

უფლებადამცველების თქმით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად თითქმის ყველა ქალაქში ცეცხლი გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები