“არაფერი მოხდებოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა რომ არა” – რიში სუნაკი – პოლონეთში აფეთქებაზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი პოლონეთში რაკეტის აფეთქებას გამოეხმაურა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, დილით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და მხარდაჭერა გამოუცხადა.

”ყველამ მკაფიოდ უნდა გავიგოთ: არაფერი მოხდებოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა რომ არა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და დაუნდობელი რეალობა. სანამ ის გრძელდება, ის საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას. სანამ ის გრძელდება, ის დაანგრევს მსოფლიო ეკონომიკას“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიში სუნაკი და კანადის პრემიერი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ.

The Guardian-ი იტყობინება, რომ ტრუდომ და სუნაკმა ზელენსკის სამძიმარი გამოუცხადეს, 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინის მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები