„დროა, ევროპამ უკრაინის თავზე ცა დახუროს” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, სოციალურ ქსელში, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში რისკებზე პასუხს რუსეთის აგებს.

„უკრაინის ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია. მასიურ სარაკეტო დარტყმებზე ასევე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი, სასაზღვრო ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდ რისკებზე პასუხისმგებელი ასევე – მხოლოდ რუსეთი. ნუ ეძებეთ გამართლებას და ნუ გადადებთ საკვანძო გადაწყვეტილებებს. დროა, ევროპამ უკრაინის თავზე ცა დახუროს. საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც“, – დაწერა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები