ნატო-ში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის გამო, ნატო-ში საგანგებო სხდომა გაიმართება.

სხდომა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოიწვია.

ასევე, დღეს პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭო (BBN) მეორე სხდომას გამართავს.

“ამჟამად, BBN აანალიზებს პოლონეთის მოკავშირეებთან, ასევე პოლონეთის სხვადასხვა სამსახურებთან, ხელისუფლებასა და მეთაურებს შორის აქამდე მიღწეულ შეთანხმებებს”, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები