რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე ორლოვსკში ნავთობბაზა იწვის – გუბერნატორი დრონებით თავდასხმაზე საუბრობს

რუსეთის ორლოვსკის ოლქის სოფელ სტალნოი კონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს, ნავთობბაზა იწვის.

რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისი თქმით, “გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, სავარაუდოდ, დრონმა სტალნოი კონში ნავთობბაზა ააფეთქა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”.

მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, ნავთობსადენის “დრუჟბას” ტერმინალი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები