“დასავლეთი მსოფლიო ომის ალბათობას ზრდის” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა მოწმობს, რომ დასავლეთი რუსეთთან ჰიბრიდული ომით მსოფლიო ომის დაწყების ალბათობას ზრდის.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

“პოლონეთის ფერმაზე უკრაინული „სარაკეტო დარტყმის“ ამბავი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: დასავლეთი რუსეთთან ჰიბრიდული ომით, მსოფლიო ომის დაწყების ალბათობას ზრდის“, – დაწერა მედვედევმა.

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რაკეტა 15 ნოემბერს ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჯერჯერობით, უცნობია, იყო თუ არა ის გასროლილი რუსეთის ტერიტორიიდან, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები