ბლინკენმა და კულებამ პოლონეთში რაკეტის აფეთქების საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც 15 ნოემბრის რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმა და პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საკითხი განიხილეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დიპლომატები უახლოეს დღეებში თავიანთი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რომ უკრაინას მიაწოდოს ყველაფერი, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები