ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში მისიას ასრულებდა, იმ რაკეტის ფრენის ტრაექტორია აქვს დაფიქსირებული, რომელიც აღმოსავლეთით, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა.
ამის შესახებ CNN-ს ნატო-ში წყარომ განუცხადა.
აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთის ცაში იყო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა და ამ მისიას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რეგულარულად ახორციელებს.
CNN-ის წყაროს არ უთქვამს, თუ ვის მიერ იყო გაშვებული რაკეტა, არც ის, კონკრეტულად საიდან იყო ის გაშვებული.
მისი თქმით, შეგროვებული სადაზვერვო მონაცემები, მათ შორის, რადარზე დარჩენილი რაკეტის კვალი ნატო-სა და პოლონეთს გადაეცა.