“არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა” – ერდოღანი პოლონეთის აფეთქებაზე

​თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი.

ამის შესახებ მან G20-ის სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა: “ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს”. ბაიდენის განცხადება, რომ რაკეტა არ იყო რუსული წარმოების, აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. გამოძიება მნიშვნელოვანია”, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ “იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რუსეთი და უკრაინა გავაერთიანოთ ერთ მაგიდასთან, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები