G20-ის ლიდერებმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მასირებული იერიში დაგმეს

G20​-ის სამიტის ფარგლებში, ნატო-სა და G7-ის ლიდერებმა რუსეთის მიერ 15 ნოემბერს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიში დაგმეს.

განცხადებაში ლიდერებმა ასევე დაგმეს ის აფეთქება, რომელიც პოლონეთის საზღვარზე მოხდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს – განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან. ჩვენ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობას გამოძიებაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო კომუნიკაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, – ნათქვამია  განცხადებაში.

ასევე, დოკუმენტში ისევ გამოთქმულია უკრაინის სრული მხარდაჭერა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მზაობა.

„პოლონეთსა და უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები