AP: აშშ-ის წინასწარი შეფასებით, პოლონეთში უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, სოფელ პრჟევოდოვში​ ჩამოვარდნილი რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შესაძლოა, უკრაინული თავდაცვის ძალების მიერ გაშვებული ყოფილიყო.

ამის შესახებ Associated Press-მა სამ ამერიკელ ოფიციალურ პირთან საუბრიდან შეიტყო.

როგორც გამოცემა წერს,  სამი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ, წინასწარი შეფასებით, სავარაუდოდ, რაკეტა უკრაინიდან არის გაშვებული, როდესაც შეიარაღებული ძალები რუსეთის მასირებული იერიშის მოგერიებას ცდილობდნენ.

15 ნოემბერს მომხდარის კომენტირებისას, პოლონეთის პრეზიენტმა, ანჯეი დუდამ თქვა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მომხდარის გამოსაძიებლად საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან “არავითარი კავშირი არ აქვთ”.

ბალიში მყოფმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ “ნაკლებსავარაუდოა”, რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან იყოს გაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები