“გინდ დაიჯერეთ და გინდ არა” – დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთვის კვლავ იბრძოლებს და 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ მან პალმ-ბიჩის რეზიდენციაში განაცხადა.

„ამერიკის დაბრუნება ახლავე იწყება“, – თქვა ტრამპმა დონორებისა და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს და დასძინა – „იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული და დიადი გავხადოთ, ვაცხადებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენას“.

საკუთარი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ „მსოფლიოს ჯერ არ უნახავს ის ჭეშმარიტი დიდება, რომლის მიღწევაც ამ ერს შეუძლია“.

“ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ამ მწვერვალისთვის. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა”, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები