ბაიდენმა, პოლონეთში აფეთქებების გამო, მსოფლიო ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია

პოლონეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ბალიში G20-ის ფარგლებში მყოფმა მსოფლიო ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.

თეთრ სახლში განაცხადს, რომ შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას შემდეგ მოიწვია, რაც აფეთქებების შედეგად უკრაინის საზღვართან, სოფელ პრჟევოდოვში​ ორი ადამიანი დაიღუპა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის, გერმანიის, კანადის, ნიდერლანდების, იაპონიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები