სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დატოვა.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა.

ლავროვი სიტყვით გამოვიდა სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების პლენარულ სხდომაზე და ჯანდაცვისადმი მიძღვნილ სხდომაზე. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან და ასევე მოკლედ ისაუბრმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან.

„ტასის“ ცნობით, სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პროგრამის 15 ნოემბერს დასრულება წინასწარ იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება, 16 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები