ჯეიკ სალივანი: შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

U.S. national security adviser Jake Sullivan speaks to reporters during a press briefing at the White House in Washington, U.S., July 11, 2022. REUTERS/Kevin Lamarque

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული რაკეტები კიევში საცხოვრებელ კორპუსებსა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტებს მოხვდა.

„როდესაც მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტზე იკრიბებიან, რათა განიხილონ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები