„გასაგებია რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო იერიშზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის რამდენიმე ქალაქზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რომლის მთავარი სამიზნე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა იყო.

„გასაგებია, რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, სავარაუდოდ, ქვეყანაში კიდევ 20 რაკეტის გასროლა იგეგმება.

„ამიტომ, ძალიან გთხოვთ: თავს გაუფრთხილდით და ცოტა ხნით დარჩით თავშესაფრებში. ვიცი, რომ სარაკეტო თავდასხმის გამო, ბევრ ქალაქში დენი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები