დმიტრო კულება: რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი იარაღისა და პრინციპების ძალით
შეწყვიტეთ უკრაინისათვის რუსული ულტიმატუმების მიღების შეთავაზება! – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კულება აღნიშნავს, რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის იარაღისა და პრინციპების ძალით.
„რუსული რაკეტები ახლა უკრაინის მასშტაბით ხალხს კლავს და ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ეს არის ის, რაც რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე უნდა თქვას. შეწყვიტეთ უკრაინისათვის რუსული ულტიმატუმების მიღების შეთავაზება! ამ ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი იარაღისა და პრინციპების ძალით“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელა.
Russian missiles are killing people and ruining infrastructure across Ukraine right now. This is what Russia has to say on the issue of peace talks. Stop proposing Ukraine to accept Russian ultimatums! This terror can only be stopped with the strength of our weapons & principles.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) November 15, 2022