სარაკეტო იერიშის გამო, კიევში ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყდა
რუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვის გამო, დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყდა.
ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ადრე ამოქმედებული გრაფიკი აღარ მუშაობს.
„კიევში გადაუდებელი გამორთვა ხდება. ადრე შედგენილი გრაფიკი აღარ მოქმედებს. ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ ვითარების სწრაფი სტაბილიზაციისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.