პუტინმა მელიტოპოლს და მარიუპოლს „სამხედრო დიდების ქალაქის“ წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლს და მარიუპოლს სამხედრო დიდების ქალაქების წოდება მიანიჭა.

ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებებში მითითებულია იდენტური ფორმულირება – „ქალაქის დამცველების მიერ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი სიმამაცისთვის, ურყევობისა და მასობრივი გმირობისთვის“.

გარდა ამისა, გორლოვკას და ლუგანსკს, ასევე, რუსეთის რამდენიმე ქალაქს “შრომის ღირსების ქალაქის” წოდება მიენიჭა.

აღნიშნულია, რომ ამ დასახლებების მცხოვრებლები უზრუნველყოფდნენ „სამრეწველო საწარმოებში სამხედრო და სამოქალაქო პროდუქციის შეუფერხებელ წარმოებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები