ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს (ფოტო, ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა კიევში ორი ჭურვი ჩამოაგდეს, კიდევ 4-ის მოგერიება კი მოხერხდა.

ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს: “კიეველებო, დარჩით თავშესაფრებში, ორი აფეთქება დაფიქსირდა“.

ნგრევის ან სავარაუდო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, რომ ჭურვები პეჩერსკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

“ადგილზე მედიკოსები და მაშველები იმყოფებიან”, – წერს კიევის მერი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ფაქტს ადასტურებს და მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩენისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები