დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სარაკეტო იერიშის საფრთხეა – უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმაა
უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ზოგიერთ რეგიონში სარაკეტო თავდასხმების საფრთხეა.
კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე ვილკულმა Telegram-ში ადგილობრივებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.
“X-101 რაკეტების მასობრივი გაშვება მოხდა Tu-95-დან ვოლგოგრად-ასტრახანის რეგიონიდან. ალბათ, ორი წუთი გვაშორებს. უკრაინაში მათი სამიზნეები უცნობია”, – დაწერა ვილკულმა.
მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმაც დაწერა, რომ ცაში რაკეტები ფიქსირდება.
მან ყველას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა, რომ მაღალი სარაკეტო იერიშის საფრთხე რეალურია.
“სასწრაფოდ წადით თავშესაფარში! თავს გაუფრთხილდით!”, – დაწერა ჩინოვნიკმა.