“ზელენსკი დასავლეთის რჩევებს არ ისმენს” – ლავროვი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის რჩევებს არ ისმენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან ზელენსკისთვის სიგნალებს. ვრცელდება ხმები, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ურჩევს ზელენსკის, იყოს უფრო დამთმობი. G20-ის შეხვედრაზე ზელენსკის დღევანდელი გამოსვლიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ის არ უსმენს დასავლეთის რჩევებს რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ. არ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც მან თქვა – მაგრამ იყო სამხედრო რიტორიკა, რუსოფობური, აგრესიული“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ „ევროკავშირი და ნატო დიდი ხანია, უკრაინაში ომში ჰიბრიდული მონაწილეები არიან“.