“რუსი ოკუპანტები მარიუპოლისთვის ბრძოლისთვის ემზადებიან” – დონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
რუსული საოკუპაციო ჯარები მარიუპოლისთვის ბრძოლისთვის ემზადებიან. ქალაქთან ოკუპანტების სამხედრო ნაწილების კონცენტრაცია შეინიშნება.
ამის შესახებ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.
„ამისთვის ემზადებიან. მათ ესმით ფრონტზე არსებული ტენდენციები. აშკარაა უკრაინის მთელი ტერიტორიის – ხარკოვის, დონეცკის, ხერსონის რეგიონების დეოკუპაციის ტენდენცია. მტერს ეს კარგად ესმის”, – თქვა კირილენკომ.
მისივე თქმით, რუსების კონცენტრაცია ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებში ხდება, თუნდაც რაიმე სახის გამარჯვების მოპოვების მიზნით.