“ყოველთვის გვრჩება პარიზი” – ჯიმ ქერი რუსეთში მისი შეშვების აკრძალვაზე

მსახიობი ჯიმ ქერი, ასევე, სტეპან ბანდერას შვილიშვილი, მწერალი მარგარეტ ეტვუდი რუსეთის იმ სანქციებს გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

ქერიმ და ეტვუდმა შეზღუდვას “ტვიტერში” უპასუხეს.

მარგარეტ ეტვუდმა დაწერა, რომ ჯიმ ქერისთან უქმეებზე მოსკოვში ჩასვლას გეგმავდა, მაგრამ ახლა ჯობს კიევის მონახულება.

„მე და ჯიმი ამ შაბათ -კვირას მოსკოვში გართობას ვგეგმავდით. ვფიქრობ, ამის ნაცვლად კიევში უნდა ჩავიდეთ“, – დაწერა მწერალმა.

თვის მხრივ, კერიმ დაწერა, “მარგარეტ ეტვუდი, ვშიშობ, რომ ყველაზე უარესი მოხდა. რუსეთში შესვლა აგვიკრძალეს… მაგრამ ამ შეშლილ სამყაროში 100 კანადელის პრობლემები ასეთი წვრილმანია! ჩვენ ყოველთვის გვრჩება პარიზი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კანადელი მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ აგრესიული ანტირუსული კურსის ფორმირებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები