“უკრაინას მოლაპარაკება არ სურს, სპეცოპერაცია გაგრძელდება” – პესკოვი

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინას დე ფაქტო და დე იურე არ შეუძლია და არ სურს მოლაპარაკება, შესაბამისად, “სპეცოპერაცია” გაგრძელდება.

„პრეზიდენტ ზელენსკის მიერ არაერთხელ გამოთქმული პოზიცია, როგორც დე ფაქტო, ასევე დე იურე, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინას, როგორც დე ფაქტო, ასევე დე იურე, არ შეუძლია და არ სურს მოლაპარაკება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიზნები განხორციელდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის” სამიტის ლიდერთა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ რუსეთთან არავითარი “მინსკი-3” არ იქნება, რადგან, მისი თქმით, კრემლი შეთანხმებას მისი ხელმოწერისთანავე დაარღვევს.

„თუ რუსეთი ამბობს, რომ ომის დასრულება სურს, მაშინ დაამტკიცოს ეს ქმედებებით. აშკარაა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება და არ იქნება “მინსკი-3”, რომელსაც რუსეთი ხელმოწერისთანავე დაარღვევს. თუ მშვიდობის აღდგენისთვის შესაბამისი ქმედებები არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს, კიდევ ერთხელ მოგატყუოთ ყველა და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხება ხელშესახები გახდა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს, დრო გააჭიანუროს, გაზარდოს თავისი ძალები და დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია,“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები