FIFA-ს პრეზიდენტი უკრაინაში ომის შეჩერების მოწოდებით გამოდის

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ G20-ის სამიტზე გამართულ არაფორმალურ ლანჩზე G20-ის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

“რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. უკრაინა 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას ცდილობს. მომდევნო ჩემპიონატი ძალიან მალე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, მე მაქვს თქვენთან წინადადება: შეთანხმდეთ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე – იყოს ხანმოკლე, თუნდაც იყოს ერთი თვე, ჩემპიონატის პერიოდის განმავლობაში ან ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის შესახებ, ან მსგავსი რამ, რაც შეიძლება, იყოს პირველი ნაბიჯი ორ მხარეს შორის დიალოგისკენ“, – თქვა ინფანტინომ.

ინფანტინომ ლანჩზე მყოფ ყველა პირს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის ხელმოწერა სთხოვა, რომელიც მას თან ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები