“არავითარი “მინსკი-3″ არ იქნება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს მოუწოდა, არ დაუჯერონ რუსეთს. მისი თქმით, არ მოხდება “მინსკი-3”, რომელსაც მოსკოვი ხელმოწერიდან მალევე დაარღვევს.

„თუ რუსეთი ამბობს, რომ ომის დასრულება სურს, მაშინ დაამტკიცოს ეს ქმედებებით. აშკარაა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება და არ იქნება “მინსკი-3”, რომელსაც რუსეთი ხელმოწერისთანავე დაარღვევს. თუ მშვიდობის აღდგენისთვის შესაბამისი ქმედებები არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს, კიდევ ერთხელ მოგატყუოთ ყველა და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხება ხელშესახები გახდა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს, დრო გააჭიანუროს, გაზარდოს თავისი ძალები და დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია,“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ სურს, ომის დასრულების გზებზე საუბარი „საჯარო იყოს და არა – კულუარული და რომ ამის განხილვა კონკრეტულად მოხდეს“. ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ მომავალი მსოფლიო უნდა იყოს სამართლიანი და გაეროს წესდებაზე დაფუძნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები