არგენტინის პრეზიდენტი G20-ის სამიტზე შეუძლოდ გახდა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი ბალიში, G20-ის სამიტზე შეუძლოდ გახდა.

ინფორმაციას ფერნანდესის პრესსამსახური მის ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ანხელ ფერნანდესს დაბალი წნევა და თავბრუსხვევა ჰქონდა. ამიტომ, გადაწყდა, რომ, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩავატაროთ”, – ​ნათქვამია განცხადებაში.

Clarin-ის გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცუდად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები