ბალიში G20-ის სამიტი დაიწყო
კუნძულ ბალიზე G20-ის ქვეყნების ლიდერთა ორდღიანი სამიტი დაიწყო და ბალის საკურორტო ზონაში, ნუსა დუაში პირველი სესია მიმდინარეობს, რომელიც სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნება.
სესიის დაწყებამდე, ინდონეზიის პრეზიდენტი და G20-ის ხელმძღვანელი, ჯოკო ვიდოდო პირადად შეხვდნენ სხდომაზე მისულ, მონაწილე ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებს.
სესიის დაწყებამდე, პრესკონფერენცია გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით მსოფლიოს სასურსათო კრიზისი გამოიწვია.
მისი თქმით, სასურსათო კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზაა უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.
დღევანელ მეორე სესიაზე გლობალური ჯანდაცვის არქიტექტურას, მესამეზე კი ციფრულ ტრანსფორმაციას განიხილავენ.