Balenciaga-მ „ტვიტერი“ დატოვა

Balenciaga-მ Twitter-ის ანგარიში გააუქმა და გახდა პირველი მსხვილი მოდის ბრენდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმა მისი ახალი მფლობელის, ილონ მასკის გამო დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Business of Fashion-ი წერს.

ამასთან, მსხვილმა კორპორაციებმა, მათ შორის General Motors-მა და Dyson-მა შეწყვიტეს თავიანთი სარეკლამო კამპანიები, ხოლო ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ჯიჯი ჰადიდმა, საკუთარი ანგარიშები გააუქმეს.

კომპანიებისა და მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მასკის გეგმები სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ და ფოკუსირება თავისუფალი სიტყვის პოპულარიზაციაზე, საიტის შინაარსის ზომიერებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, რეკლამის განთავსებისას სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები შექმნას.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ის შეძენის შემდეგ ილონ მასკმა თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ კომპანია ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები