პუტინმა კადიროვის მეუღლეს „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მეუღლეს, მედნი კადიროვას „გმირი დედის“ წოდება მიენიჭა.

რუსული მედიის ინფორმაციით, განკარგულებაში ნათქვამია, რომ წოდება მას ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოში, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც „გმირი დედის“ ტიტული ენიჭებათ რუს ქალებს, რომლებმაც 10 ან მეტი შვილი გააჩინეს და გაზარდეს. ამასთან, მრავალშვილიან დედებს მილიონი რუბლის ოდენობით ერთჯერადი დახმარება ეძლევათ. ჩეჩნეთის მეთაურის მეუღლე, მედნი კადიროვა 14 შვილის დედაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები