ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინას 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა

BRUSSELS, BELGIUM - NOVEMBER 14:EU Commissioner for Foreign Affairs and Security Policy - Vice President Josep Borrell talks to media at the end of an EU Foreign Affairs Ministers meeting in the Justus Lipsius, the EU Council headquarter on November 14, 2022 in Brussels, Belgium. (Photo by Thierry Monasse/Getty Images)

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა გაგზავნეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს არის შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის მიწოდებული თანხის დაახლოებით 45%.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი „განაგრძობს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას“ და გააგრძელებს „შემზღუდავი ზომების“ დაწესებას რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები