გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს, უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს, უკრაინისთვის სრულმასშტაბიანი აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 14 სახელმწიფო, ხოლო 73-მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციას არასავალდებულო ხასიათი აქვს, თუმცა მისი მიღება უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო არენაზე რუსეთის იზოლაციის კიდევ ერთი მანიშნებელია.

აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები