პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები რუსეთის ჯარში მსახურებას შეძლებენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ჯარში სამსახურის პროცედურის შესახებ რეგულაციას ცვლის – ახლა ეს შესაძლებლობა უცხოელებსაც მიეცათ.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
„ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. მოქალაქეობის არმქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ რუსეთის ჯარში იმსახურონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.