კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა.
როგორც Reuters-ი კანადის პრემიერზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული დახმარება მოიცავს სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, საწვავს და სამედიცინო ნივთებს.
ამასთან, როგორც ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანადა სანქციებს დაუწესებს 23 რუსს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევაში რუსი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. მათ შორის არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები და ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.