“რუსეთმა დონეცკის რეგიონში ქიმიური იარაღი გამოიყენა” – უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, “რაშისტები” – აეროზოლურ ყუმბარებს – K-51-ს იყენებენ.

კერძოდ, რუსმა ოკუპანტებმა ასეთი ყუმბარები, დრონების საშუალებით, დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ გამოიყენეს.

„აფეთქებების შემდეგ, ძლიერი გამაღიზიანებელი ეფექტისგან თავის დაცვის მიზნით, მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი პოზიციები, გარკვეული დროის განმავლობაში, სპეციალურ აღჭურვილობაში დაეკავებინათ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

K-51 1970-იან წლებში სსრკ-ში შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები