Reuters: ანკარაში მოლაპარაკებას ნარიშკინი და ბერნსი მართავენ

ანკარაში ერთმანეთს CIA-ს დირექტორი, უილიამ ბერნსი და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ნარიშკინი ხვდებიან.

ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, ბერნსი და ნარიშკინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების განხილვას არ გეგმავენ.

CNN-ის ცნობით კი,  საუბარი შეეხება აშშ-ის მოქალაქეების დაკავებას და ბირთვულ რისკებს.

მანამდე, ანკარაში მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია რუსულმა გაზეთმა “კომერსანტმა” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა, რუსული მედიისთვის უცნობი იყო, ვინ წარმოადგენდა ამერიკულ მხარეს და რა არის მხარეებს შორის მოლაპარაკებების საგანი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკება უკანასკნელად 10 იანვარს გაიმართა და საუბარი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები