Коммерсант: აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები ანკარაში მოლაპარაკებებს აწარმოებენ
რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ანკარაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ რუსული მხარე საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინით არის წარმოდგენილი, თუმცა, არ არის დაზუსტებული, ვინ არის აშშ-ის წარმომადგენელი.
მოლაპარაკებების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ანკარას მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია „არც დაადასტურა და არც უარყო“.
„კომერსანტი“ წერს, რომ უკანასკნელად რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები ოფიციალურად 10 იანვარს შეხვდნენ და საუბარი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო. შეხვედრას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია, რასაც ბევრი მიიჩნევს უკრაინაში ომის დაწყების დიპლომატიურ წინაპირობად.