მედია: სერგეი ლავროვს ბალიში ვიზიტისას ჰოსპიტალიზება დასჭირდა

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბალიში G-20 სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, მოგვიანებით, ბალის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ლავროვი “კარგად გრძნობს თავს და საავადმყოფოში გამოკვლევისთვის იმყოფებოდა”.

ამავე ინფორმაციას მარია ზახაროვა გამოეხმაურა.

”მე და სერგეი ვიქტოროვიჩი ვკითხულობთ სიახლეებს და თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე, ის საავადმყოფოშია. ეს, რა თქმა უნდა, ყალბი ნიუსების უმაღლესი მწვერვალია. კარგი, დაელოდეთ მსოფლიო ექსკლუზივს”, – წერს ზახაროვა.

მან ლავროვთან ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დიპლომატი ამბობს, რომ ხვალინდელი სამიტისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები