“აშშ-ჩინეთის ურთიერთობა რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ სწორი კურსი უნდა ავირჩიოთ” – სი ძინპინი – ბაიდენს

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, G20 სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დასაწყისში ყველა ქვეყანასთან მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა – მშვიდობისა და გლობალური სტაბილურობისადმი ნდობის შესანარჩუნებლად.

მისი თქმით, ”კაცობრიობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, სამყარო გზაჯვარედინზეა და სად უნდა წავიდეს – არის საკითხი, რომელზეც არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ქვეყანა ფიქრობს. მსოფლიო მოელის, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები სწორად წარმართავენ თავიანთ ურთიერთობას და ჩვენი შეხვედრის მიმართ  მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აუცილებელია ყველა ქვეყანასთან მუშაობა, რათა მსოფლიო მშვიდობისთვის მეტი იმედი გაჩნდეს, მეტი ნდობა გლობალურ სტაბილურობაში და იყოს უფრო ძლიერი იმპულსი საერთო განვითარებისთვის“.

„ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ხუთი წლის წინ დავოსში შევხვდით. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავეთ, ონლაინრეჟიმში ვკონტაქტობთ. მაგრამ ვერაფერი შეცვლის პირად შეხვედრას. დღეს ასეთი შეხვედრა გვაქვს პირისპირ.

ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორიას სარკესავით უნდა მოვექცეთ.

ამჟამად, აშშ-ჩინეთის ურთიერთობა რთულ მდგომარეობაშია და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამაზე… როგორც ორი ძირითადი ქვეყნის ლიდერებმა, უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”, – თქვა ჩინეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები