“მსოფლიო ელოდება, რომ აშშ და ჩინეთი გლობალური პრობლემების გადაჭრაში საკვანძო როლს შეასრულებენ” – ბაიდენი – სი ძინპინს

ბალიში, “დიდი ოცეულის” ფარგლებში, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს.

მისასალმებელ სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა – “ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვაჩვენოთ, რომ ჩინეთს და შეერთებულ შტატებს უთანხმოების დაძლევა შეუძლიათ”.

BBC ინფორმაციით, ბაიდენმა თქვა, რომ “მოწოდებულია, შეინარჩუნოს ჩვენ შორის კომუნიკაციის ხაზი”, რომ ორმა ქვეყანამ შეძლოს, “ერთად იმუშაოს მწვავე გლობალურ საკითხებზე”, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და დაუცველობაზე.

როგორც ბაიდენმა დასძინა, “მსოფლიო ჩვენგან ელოდება, რომ შევძლებთ გლობალური პრობლემების გადაჭრაში საკვანძო როლის შესრულებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები