ჩინეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტში მონაწილეობისთვის ბალიში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობისთვის დღეს ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება, თუმცა, უკვე დღეს, სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეხვდებიან ერთმანეთს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ლიდერი, სამიტის ფარგლებში, შეხვდეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, სენეგალის პრეზიდენტ მაკი სალომს და არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები