სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი 46 პირია დაკავებული
სტამბოლში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტში 46 ეჭვმიტანილია დაკავებული.
ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
„ტაქსიმში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, 46 ადამიანია დაკავებული“, – ციტირებს მინისტრს გაზეთი Yeni Şafak-ი.
მანამდე, ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, ისტიკლალის ქუჩაზე ბომბი დატოვა.
აფეთქების შედეგად, 6 ადამიანია დაღუპული და 81 დაშავებული. სოილუს თქმით, დაშავებულთაგან ნახევარზე მეტმა საავადმყოფო უკვე დატოვა.
საფეხმავლო ტურისტული ისტიკლალის ქუჩა კი უკვე გახსნილია.