ირანში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენი გამოიტანეს
ირანის სასამართლომ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენი გამოიტანა.
მანამდე, ირანის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სამაგალითო დასჯის შესახებ. დეპუტატებმა სიკვდილით დასჯის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
Euronews-ის ინფორმაციით, აქციაში მონაწილე დამნაშავედ ცნეს თეირანში ადმინისტრაციული შენობის ცეცხლის მოკიდებასა და არეულობის ორგანიზებაში.
სხვა დეტალები არ სახელდება.
აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გასაჩივრდეს.