სტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
სტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ამასთან, დაშავებულია 53 ადამიანი.
შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები მუშაობენ.