„გლობალური კლიმატური კრიზისი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის პლანეტას“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეგვიპტეში, გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ გამართულ 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გლობალური კლიმატური კრიზისი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის პლანეტას.

როგორც შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, აშშ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად მასზე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

„კლიმატის კრიზისი ეხება ადამიანის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და პლანეტის სიცოცხლეს. მე აქ ვდგავარ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი და ვაცხადებ, რომ აშშ შეასრულებს გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით აღმბულ ვალდებულებას 2030 წლისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, კლიმატური ვალდებულებები უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ფოკუსი ახლა სხვა საკითხებისკენ არის მიმართული, იქნება ეს ევროპაში მიმდინარე ომი, თუ მზარდი ინფლაცია.

„ამ ფონზე, უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, რომ გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. რუსეთის ომი მხოლოდ ხაზს უსვამს მსოფლიოს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებიდან გადასვლის საჭიროებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები