მაკრონი: მივესალმები ხერსონის უკრაინაში დაბრუნებას – საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
„მივესალმები ხერსონის უკრაინაში დაბრუნებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ. საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს მაკრონი Twitter-ზე.
Je salue le retour de Kherson à l’Ukraine, un pas important vers le plein rétablissement de ses droits souverains. La France restera aux côtés des Ukrainiennes et Ukrainiens.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) November 11, 2022