„დღეს ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონში შესვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა, რადგან უკრაინა იბრუნებს ხერსონს.

„დღეს ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ. ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის გარეუბანში არიან, სულ ცოტა და ქალაქში და შესვლას დავიწყებთ, თუმცა სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ ამას. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედის ქონა ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ უხარია, როცა ხედავს, თუ როგორ იცავენ ადამიანები, მიუხედავად ყველა მუქარისა, უკრაინის დროშებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ხერსონი ოკუპანტების მიერ იყო კონტროლირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები